სამედიცინო ცენტრი ,,ციტო” დაარსდა 1997 წელს, როგორც ანალოგი  ფრანგული სამედიცინო ლაბორატორიული ანალიზების ქსელისა. ჩვენი მიზანი იყო საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შემოტანა და დანერგვა, რათა ქართველ ექიმებს მიეღოთ ის ზუსტი ინფორმაცია რომელიც საჭიროა სწორი დიაგნოზისა და მკურნალობისათვის. ამისათვის კი დავიწყეთ რამდენიმე მიმართულებით მუშაობა:

-,,ციტო’’ იყო პირველი ვინც საქართველოში შემოიტანა ერთჯერადი ასაღები საშუალებები, ავტომატური ანალიზატორები და იმ დროისათვის მოწინავე სხვა ტექნოლოგიები.

-,,ციტო’’-ში გახსნის დღისათვის მუშაობდა სულ 15 თანამშრომელი, ისინი ყველანი იყვნენ იმ დროისათვის დარგის საუკეთესო სპეციალისტები, რომლებმაც გაიარეს სპეციალური ტრეინინგები ,,როშისა” და ,,bioMerieux”-ს სათაო ოფისებში. დაწყებული გახსნის დღიდან, ,,ციტო’’-ს პირველი საზრუნავი არის სწორედ მაღალი კვალიფიკაციის კადრები, მათი მუდმივი გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, დღეს ,,ციტო’’-ში უკვე 200მდე ასეთი სპეციალისტი მუშაობს და ჩვენ ვამაყობთ ამით.

-საქართველოს უკვე 5 რეგიონში გახსნილია ,,ციტო’’-ს ექსპრეს ცენტრები, რათა კვალიფიციური კვლევები იყოს ხელმისაწვდომი თბილისის გარეთაც.

-უკვე 23 წელია ,,ციტო’’ უწყვეტად ემსახურება პაციენტებს, კლინიკებს. ჩაბმულია ჯანდაცვის პროგრამებსა და კლინიკურ კვლევებში. პირველი დღიდან ნერგავს და მიყვება GLP სტანდარტებს. 2005 წლიდან  აქვს ISO 9001 აკრედიტაცია , ხოლო 2016 წლიდან კი ISO 15189 ANAB და დღემდე არის პირველი და ერთადერთი საერთაშორისოდ აკრედიტებული სამედიცინო ლაბორატორია საქართველოში.

დღეს ,,ციტო” თავის პაციენტებს სთავაზობს: ლაბორატორიულ და ინსტრუმენტალურ კვლევებს რომელშიც ერთიანდება ჰემატოლოგია, კლინიკური ქიმია, იმუნოლოგია, მიკრობიოლოგია, მოლეკულური დიაგნოსტიკა, ულტრასონოგრაფია, რენტგენოგრაფია, დენსიტომეტირა, ეკგ,სტრეს ეკგ (24 საათიანი ეკგ და არტერიული წნევის მონიტორინგი).

  ყველა დარგის გამოცდილი და კვალიფიციური ექიმების კონსულტაციებს: კარდიოლოგი, ალერგოლოგი, უროლოგი, თერაპევტი, ნევროლოგი, ანგიოლოგი, პულმონოლოგი, გინეკოლოგი, რევმატოლოგი, ორთოპედი, პროქტოლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, დერმატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, ინფექციონისტი, ვაქცინაცია, ფიზიოთერაპია. სპეციალური სერტიფიკატის მქონე ექიმი, გ. ლოლაშვილი უზრუნველყოფს საელჩოებისა და კონსულტანტების სამედიცინო მომსახურეობას, იმ პირებისათვის  ვინც სხვადასხვა მიმიზეზების გამო მიდიან საზღვარგარეთ.

,,ციტო’’ მუდმივად თვალყურს ადევნებს მსოფლიოში დიაგნოსტიკური მედიცინის მიღწევებს და ცდილობს დანერგოს ეს საერთაშორისო სტანდარტები თავის ყოველდღიურ საქმიანობაში.

სამედიცინო ცენტრი ,,ციტო“ს ძირითადი მისიაა საქართველოს მოსახლეობის ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების დონის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა, ამისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია თორმეტ ლოკაციაზე.

ჩვენი მიღწევები

გამოკვლეული პათოგენები

გაწეული მომსახურება

ჩატარებული ანალიზი

გაცემული შედეგი